მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად.

განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ბრბო, სტადიონი და ღია ცის ქვეშბოლო ტურის წინ, ლიდერი „დინამო“ უახლოეს მდევარ „ბათუმს“ ორი ქულით უსწრებდა და რახან ურთიერთშეხვერებშიც უპირატესობა ჰქონდა, უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანთან“ ფრეც ჰყოფნიდა.

ჩისკოს შეგირდებმა შედეგიანი ნოდარ ქავთარაძისა და გიორგი გაბედავას დუბლით 3:0 მოუგეს თანაქალაქელებს და ჯამში მეთვრამეტედ, ზედიზედ კი მეორედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. ვულოცავთ დინამოელებს, მაგრამ ის ფარერული 1:6 მაინც ძნელი დასავიწყებელია. აუფერულებს ყველაფერს, აზრს უკარგავს. ესეც გაჰყვება ამ სეზონს სამუდამოდ.

ბათუმელები შინ „ჩიხურას“ უგოლოდ დაშორდნენ და საბოლოოდ ჩემპიონს ოთხი ქულით ჩამორჩნენ. ზღვისპირელებმა ამჯერადაც „ანგისას“ ბაზაზე ითამაშეს, რადგან ახალგახსნილ სტადიონზე მინდორი უვარგისი გახდა. იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა. სტადიონის ხელმძღვანელობა გვამშვიდებს და გვეუბნება, რომ ეს ორი მატჩი სატესტო რეჟიმში გაიმართა და რაც მოხდა, ნორმალურია. გაზაფხულზე კი ბათუმის ახალ ულამაზეს სტადიონს საუკეთესო მინდვრის საფარი ექნება.

ბოლო ტურში ერთი ისტორიული ამბავიც მოხდა – პირველად ეროვნული ლიგის მატჩს ქალ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა. მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე იყო, მას ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე უწევდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი  ვიკა სახურია გახლდათ. თუმცა, ქართულ სინამდვილეში ქალი თანამსაჯი უკვე ყოფილა. 2020 წლის საქართველოს სუპერთასი გიორგი კიკაჩეიშვილმა განსაჯა, ისტორიაში პირველად, სუპერთასის არბიტრს ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი უწევდა. მათ „საბურძთალო“ – „სამტრედიას“ (2:1) შეხვედრა იმსაჯეს.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ღია ცის ქვეშ
ბათუმმა ვერც შემოკლებულ ჩემპიონატში იპირველა

ბოლო ტური მნიშვნელოვანი მატჩით დამთავრდა, რომელშიც მესამეადგილოსნის და ამავდროულად ევროსაგზურის მესამე მფლობელი უნდა გარკვეულიყო. „ლოკომოტივი“ „დილას“ მასპინძლობდა და საპრიზო ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ გორელებმა იძალეს, მეტოქეს აჯობეს და დამსახურებილად გაიარჯვეს (2:1).

ამრიგად, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის  „დინამო“ იასპარეზებს, დანარჩენი სამი გუნდი: „ბათუმი,“ „დილა“ და ქვეყნის თასის მფლიბელი „გაგრა“ კი უეფას ახალ ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე მოსინჯავს ძალას.

და ევროპა ლიგა?

საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონიდან უეფა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმომადგენლობას 48 გუნდიდან 32-მდე ამცირებს, ამიტომ დაბალრეიტინგიანი ქვეყნები ახალ ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ.

ერთი ქართული გუნდი მაინც შეიძლება მოხვდეს ევროპა ლიგაზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ დაძლევს.

რაც შეეხება აუტსაიდერებს. პლეი აუტში „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ითამაშებენ. საჩხერელთა მეტოქე ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი „გაგრა“ იქნება, ქუთაისელებისა კი დაბალ ლიგაში მეორე ადგილზე გასული, საქართველოს თასის ფინალისტი, წყალტუბოს „სამგურალი.“ პირველი მატჩები 15 დეკემბერს გაიმართება.

თელავი – ტორპედო 1:1

0:1 პონომარი (27), 1:1 ბაშელეიშვილი (90+2)

საბურთალო – სამტრედია 2:1

0:1 დისი (31), 1:1 ქავთარაძე (65 პენ), 2:1 მალი (75)

ბათუმი – ჩიხურა 0:0

73-ე წუთზე თევდორაძემ (ბათუმი) ვერ გაიტანა პენალტი

დინამო – მერანი 3:0

1:0 ქავთარაძე (25 პენ), 2:0, 3:0 გაბედავა (41, 77)

ლოკომოტივი – დილა 1:2

0:1 მაისაშვილი (18), 0:2 კოვტალიუკი (52 პენ), 1:2 სიხარულიძე (61)

გაძევება: გურეშიძე (51 ლოკომოტივი)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო861115:619
ბათუმი853010:318
დილა84229:514
ლოკომოტივი842215:1314
საბურთალო82519:711
შუქურა82337:89
სამგურალი81345:106
თელავი81346:126
ტორპედო80534:95
სამტრედია81165:124

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 10, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 9, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ნოდარ ქავთარაძე (დინამო) – 8, გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო) – 7