Spain vs. Georgia: Score, Reaction from 2016 International Friendly | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlightsსაქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფი ხომ ურთულესი შეხვდა, არანაკლებია – კალენდარი.

კალენდარი კი, independent.co.uk-მა გამოაქვეყნა.

სეზონს გაზაფხულზე შვედებით ვიწყებთ და შემოდგომაზე შვედებითვე ვამთავრებთ. საწყისი სამი ტური ურთულესი გვაქვს – ექვსი დღის განმავლობაში ვეთამაშებით შვედეთს (სტუმრად), ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს (სტუმრად).

სრული კალენდარი ასეთია:

I ტური, 25 მარტი: შვედეთი-საქართველო;

II ტური, 28 მარტი, 2021 წელი: საქართველო-ესპანეთი;

III ტური, 31 მარტი, 2021 წელი: საბერძნეთი-საქართველო;

IV ტური, 2 სექტემბერი, 2021 წელი: საქართველო-კოსოვო;

V ტური, 5 სექტემბერი, 2021 წელი: ესპანეთი-საქართველო;

VI ტური, 9 ოქტომბერი, 2021 წელი: საქართველო-საბერძნეთი;

VII ტური, 12 ოქტომბერი, 2021 წელი: კოსოვო-საქართველო;

VIII ტური, 11 ნოემბერი, 2021 წელი: საქართველო-შვედეთი