Björn Borgs son - nästan som McEnroe | Spanaren.seლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის შვილი მამის კვალზე წავიდა და ხელში ჩოგანი აიღო. ლეო ბორგი 17 წლის არის და მალიორკაზე, რაფაელ ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს.

თუ როგორი ჩოგბურთელია ლეო, ამას ტონი ნადალისგან გაიგებთ, რომელიც რაფას ბიძა და ყოფილი მწვრთნელია.

„ლეო შესანიშნავია, თუმცა მისთვის რთული იქნება მამის კვალზე წასვლა. მით უფრო, რომ შედარებები მალე დაიწყება. ერთი რაც უნდა ვთქვა, შესანიშნავი აღნაგობა აქვს და შეუძლია კარგი ჩოგბურთელი გახდეს“, – განაცხადა ტონიმ.

შეგახსენებთ, რომ ბიორნ ბორგი თავის დროზე პირველი ჩოგანი იყო, მოგებული აქვს „დიდი მუზარადის“ 11 შეჯიბრი, სამჯერ შემაჯამებელ ტურნირზე იმარჯვა, ხოლო 1975 წელს შვედეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასი მოიგო. 1987 წლიდან არის ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი.