უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში.

ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო.

დეტალურად მიმოხილვას მერეც ბევრჯერ მოვასწრებთ და რადგან ჯგუფიდან გასვლაზე ოცნება სულ ახლანდელი სანაკრებო ბატალიების ფონზე ზღვარსგადასული თავხედობა იქნებოდა, ეგებ უმჯობესიც იყოს, რომ ნორმალურ გუნდებთან მოვსინჯოთ, რისი შემძლენი ვართ.

ევროპის კუთვნილი 13 ადგილიდან 10-ს ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ. 10 მეორეადგილოსანს ერთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი დაემატება და სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. ამ სამ ჯგუფში ნახევარფინალ-ფინალის სისტემით დარჩენილი სამი საგზურის მფლობელიც გაირკვევა.

 

შესარჩევი მატჩები მთლიანად 2021 წელს გაიმართება და გუნდები ერთმანეთს ამ დღეებში შეხვდებიან:

1 ტური: 24–25 მარტი 2021 წელი
2 ტური: 27–28 მარტი 2021
3 ტური: 30–31 მარტი 2021
4 ტური: 1–2 სექტემბერი 2021
5 ტური: 4–5 სექტემბერი 2021
6 ტური: 7–8 სექტემბერი 2021
7 ტური: 8–9 ოქტომბერი 2021
8 ტური: 11–12 ოქტომბერი 2021
9 ტური: 11–13 ნოემბერი 2021
10 ტური: 14–16 ნოემბერი 2021

ფლეი ოფი: 24, 25, 28, 29 მარტი 2022

მსოფლიო ჩემპიონატი: 21 ნოემბერი – 18 დეკემბერი