Bruno Fernandes to Manchester United: Where will he fit in? | Football News  | Sky Sports„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბრუნო ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს. არადა, მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამ წელზე იყო გათვლილი შემდგომ 12 თვით გახანგრძლივების ოფციით.
ფერნანდეში აქამდე კვირაში 100 ათას გირვანქას იღებდა. ამდენივეს იღებენ მეორე მეკარე დინ ჰენდერსონი და მუდმივი სათადარიგო ჯესი ლინგარდი.
ხელფასის გაორმაგებით 26 წლის პორტუგალიელი ცოტათი მაინც მიუახლოვდება პოლ პოგბას და დავიდ დე ხეას (შესაბამისად 300 და 350 ათასი გირვანქა კვირაში).
ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადაბარგების შემდეგ ფერნანდეშმა „მანჩესტერის“ 37 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.