შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ.

„დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.

სამტრედიამ საჩემპიონოდ შემართული დინამო ვერ შეაჩერა

მიუხედავად მარცხისა „სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ვინაიდან „ტორპედოს“ 3 ქულითა და პირადი მაჩვენებლით უსწრებს.

მოიგო „ბათუმმაც.“ ზღვისპირელებმა სტუმრად „ტორპედოს“ 2:1 სძლიეს. ჩასულთაგან გოლები ნიგერიელმა გოდფრი ობოაბონამ და მათე ცინცაძემ (პენალტით) გაიტანეს. ტორპედოელთაგან კი ერთი საპასუხო – გურამ ადამაძემ.

მოკლედ, ვიცით, რომ „მერანი“ გავარდა და „ჩიხურასთან“ ერთად ფლეი აუტში „ტორპედო“ ითამაშებს.

“გაგრა” არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. გაგა კირკიტაძის გუნდი ჩვენს ქვეყანას 2021-2022 წლების სეზონში უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე წარმოადგენს.

ევროპა ლიგის კიდევ ერთი მონაწილის საკითხიც ბოლო ტურში „ლოკომოტივისა“ და „დილას“ შეხვედრაში გაირკვევა.

ბოლო ტური. 10 დეკემბერი: თელავი – ტორპედო, საბურთალო – სამტრედია, ბათუმი – ჩიხურა, დინამო – მერანი, ლოკომოტივი – დილა

დინამო – სამტრედია 1:0

1:0 ქავთარაძე (41 პენ)

ტორპედო – ბათუმი 1:2

0:1 ობოაბონა (11), 0:2 ცინცაძე (31 პენ), 1:2 ადამაძე (45+2)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი311810362:2564
დინამო31186750:2560
დილა31158841:3053
საბურთალო311311744:3250
ლოკომოტივი311451250:5347
სამგურალი318121131:3836
თელავი31981428:4435
ტორპედო316121328:3830
შუქურა315111526:4226
სამტრედია31552128:6120

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 9, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 8, გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ნოდარ ქავთარაძე (დინამო) – 7, ბექა ქავთარაძე (საბურთალო), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) – 6