უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატს ორი მასპინძელი ეყოლება – საქართველო და რუმინეთი.
ფინალური ეტაპი ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება. ბუნებრივია, საქართველო და რუმინეთი, როგორც მასპინძლები, პირდაპირ არიან დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე.
გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი რუმინელებს ერგოთ, ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.