ლადო დვალიშვილის გოლმა ბათუმს ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა

სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში.

„დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის  შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“

ახლა „დინამო“ „ბათუმს“ ორი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში, 10 დეკემბერს, ლიდერი უკვე გავარდნილ, შესაბამისად უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს, „ბათუმი“ კი „ჩიხურას,“ რომელიც ფლეი აუტიდან თავის დაღწევას ვერცერთ შემთხვევაში მოახერხებს.

მანამდე ჩემპიონობის მაძიებლებს თითო გადადებული მატჩის ჩატარება კიდევ მოუწევთ. 5 დეკემბერს „ბათუმი“ „ტორპედოს“ ეწვევა, „დინამო“ კი „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

„ლოკომოტივმა“ სტუმრად „ტორპედო“ გაანადგურა (1:5) და მესამე პოზიციაზე გამაგრდა. დუბლი მიითვალეს მამია გავაშელიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ.

დინამოს მოულოდნელად სამი ქილა ააცალეს

ნამდვილი თრილერი გათამაშდა გორში,“თენგიზ ბურჯანაძეზე.“ „საბურთალო“ ორჯერ უგებდა „დილას,“ მაგრამ საბოლოოდ გორელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მაინც გაიმარჯვეს (4:3).

ბოლო ტურის ერთ-ერთი გამოჩეული მატჩი სწორედ „ლოკომოტივი“ – „დილაა,“ რომელშიც მესამე ადგილის და ამავე დროს ევროსაგზურის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში „თელავმა“ „მერანი“ გაანადგურა (6:1) და ფლეი აუტს გადარჩა. საინტერესოა, რომ სტუმართაგან ექვსივე ბურთი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც საყურადღებოა. ანუ, კახელებს გამტანთა სიმრავლე ჰყოლიათ.

და კიდევ, მე-17 ტურში სეზონში გოლიანობის რეკორდი დამყარდა. მეტოქეებმა ერთმანეთს ხუთ მატჩში 25 ბურთი გაუტანეს.

სამტრედია – ბათუმი 1:2

1:0 თოთაძე (26 პენ), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (90+3)

გაძევება: კობახიძე (25 ბათუმი)

ჩიხურა – დინამო 2:0

1:0 კახაბრიშვილი (17), 2:0 კიკაბიძე (85)

ტორპედო – ლოკომოტივი 1:5

1:0 ფანცულაია (1), 1:1 გავაშელიშვილი (22), 1:2, 1:3 სიხარულიძე (32, 49), 1:4 გავაშელიშვილი (69), 1:5 იმრანი (71)

დილა – საბურთალო 4:3

0:1 გულიაშვილი (28), 1:1 ლაცაბიძე (33), 1:2 ტაბატაძე (45+1), 2:2 კოენი (46), 2:3 ქავთარაძე (57), 3:3 ეტოუ (59), 4:3 კოვტალიუკი (72 პენ)

მერანი – თელავი 1:6

0:1 ჯიქია (7), 0:2 ბაშელეიშვილი (12), 0:3 დიმიტროვსკი (15), 1:3 შენგელიძე (19), 1:4 მარაქველიძე (45+4), 1:5  ჩუკვურა (47), 1:6 კვასოვი (86 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი311810362:2564
დინამო31186750:2560
დილა31158841:3053
საბურთალო311311744:3250
ლოკომოტივი311451250:5347
სამგურალი318121131:3836
თელავი31981428:4435
ტორპედო316121328:3830
შუქურა315111526:4226
სამტრედია31552128:6120

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 9, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 8, გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – 7, ნოდარ ქავთარაძე (დინამო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) – 6