„სანმა” შეიტყო, რომ სეზონის ბოლოს ინგლისში საფეხბურთო სტადიონები კვლავ გაივსება გულშემატკივრით. ამბობენ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბრიტანელთა ვაქცინაციის პროგრამა სრულად არ იქნება ამუშავებული.

მთავრობიდან გამოვიდა ხმა, რომ ხალხის ტრიბუნებზე დასაბრუნებლად სრულიად საკმარისია დასრულდეს მოხუცებისა და რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრა. სხვა სიტყვებით, ვაქცინაციის საწყისი ფაზის შემდეგ, როგორც კი სიკვდილიანობა შემცირდება, სტადიონების ჭიშკრებს გააღებენ.

ბრიტანეთში ყველაფერი გათვლილი აქვთ: თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაყურებელი ტრიბუნებზე ბოლო რამდენიმე თვით მოასწრებს დაბრუნებას.