წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ…

წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის ნაკრების ორბიტაზე ტრიალებს. დიახ, „ოქროს ესკადრონსა“ და ფეხბურთის მეფეს უმთავრესი როლი აკისრიათ.. ანალიტიკა და ისტორიული ამბები ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. რაც მთავარია, „ტორსედორესის ჩანაწერებში“ მკითხველი გაცვეთილ (გაპაპსავებულ) თემატიკას ვერ გადაეყრება. კრიტიკაც საკმაო დოზით არის.

მოკლედ, ჩაუჯექით და გაემგზავრეთ იმ ქვეყანაში, რომლის ნაკრებმაც მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ მოიგო. თან ლამაზად იგებდნენ!

წიგნის ელექტრონული ვერსია წაიკითხეთ აქ ⤵⤵⤵

http://dspace.nplg.gov.ge/…/1/Torsedoresis_Chanawerebi.pdf