გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი?
როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა.
ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა.
მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა.
ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო.
მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას პოლ სქოულზმა აღიარა, რომ დიოპი საყრდენ ზონაში გაუვალი კედელივით იყო.
გამარჯვებებიც დაუგროვდა: შვეიცარიის ჩემპიონი, ინგლისის თასის მფლობელი, საბერძნეთის თასის მფლობელი…
29 ნოემბერს პაპა ბუბა დიოპი პარიზში 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიაგნოზი: ამიოტროფიული სკლეროზი.
დამენანა…