საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისევ მოიგო. ილიას ზუროსის შეგირდებმა ამჯერად შვეიცარიას მოუგეს – 91:84. ჩვენები ოთხიდან ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ ჯგუფს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში უდევთ და ბერძენი მწვრთნელიც ფინეთში, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით იყო ჩასული, მაინც მოახერხა ორი გამარჯვების მოპოვება. ახლა წინ დასკვნითი „ბაბლია“, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. ჩვენები ფინეთსა და სერბეთს უმასპინძლებენ.

შვეიცარიასთან ჩვენებს არ გაჭირვებიათ. თავიდან თამაში თანაბრად დაიწყო, თანდათან ჩვენების უპირატესობა გამოიკვეთა, რომელიც მეთოდურად იზრდებოდა. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 15 ქულას ვიგებდით. აი, აქ მოხდა პატარა ჩავარდნა და შვეიცარიელებმა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს. თუმცა, მალევე მოეგნენ გონდს და…

საოცარი სანახავი იყო თავად ზუროსის ემოცია მოედნის კიდეზე, როდესაც კალათბურთელები მის დავალებას ვერ ასრულებდნენ.

შესანიშნავი იყო თად მაკფადენი, რომელმაც ფინეთთან ორმაგი დუბლი ისე შეასრულა, ქულა არ ჰქონია (მოხსნებით და პასებით). სამაგიეროდ, დღეს 24 ქულა და ექვსი პასი მიითვალა. 17 ქულა, ექვსი მოხსნა და ხუთი პასი არის თორნიკე შენგელიას ანგარიშზე.

ჰო, ბოლო ცნობებით ეს შესარჩევი ჯგუფი მსოფლიოს ჩემპიონატისწინა წილისყრისას განთესისთვის არის მნიშვნელოვანი. ჯგუფების გამარჯვებულები პირველ კალათაში იქნებიან განთავსებული, რაც შედარებით იოლი მეტოქის საშუალებას იძლევა. საქართველოს ნაკრებს საამისო კარგი შანსი აქვს…