მაიკ ტაისონსა და როი ჯონსის საუკუნის ბრძოლად შერაცხული დაპირისპრება ფრედ გამოცხადდა.

არადა, ყველა ნეიტრალური არბიტრის დათვლით, მაიკმა სულ მცირე, ოთხი ქულით მოიგო. „რკინის მაიკი“ ძველებურად აგრესიული იყო, როი კი კლინჩში შედიოდა და მაქსიმალურად აგდებდა ტემპს.

შედეგმა ბევრი უკმაყოფილო დატოვა და ვარაუდობენ, რომ მაიკი რევანშს მოითხოვს. ეს კი, ბუნებრივია, დამატებითი ფულია. რადგან ფულს შევეხეთ, გავიხსენოთ, რომ 2003 წელს როი ჯონსს ტაისონთან ბრძოლაში 40 მილიონი დოლარი შესთავაზეს და იუარა.

ამჯერად ჰონორარი მაშინდელთან შედარებით აშკარად „პენსიონერული“ იყო – თითო მილიონი. თუმცა, ორივე მოკრივე სერიოზულ ბონუსს მიიღებს ტელეტრანსლაციებიდან და რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

მაიკი ის კაცი არ არის, ვინმეს თავი დააჩაგვრინოს. ის სავარაუდოდ ისევ გამოიწვევს როის. იმედია, გაგრძელება იქნება.

Mike Tyson vs. Roy Jones: Results, highlights, analysis - Sports Illustrated

წილი
წინა სტატიათანხა
შემდეგი სტატიატუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".