მოვიგეთ… ამ თვეში გუნდურად არ გვიმარჯვია და იმ ცუდად გასასხენებელი მატჩების ფონზე საკალათბურთო ნაკრებმა გაგვახარა. არადა, არ ჭირდებოდათ, მაგრამ გავიდნენ მოედანზე და მოიგეს… ესპოოში ფინეთს 91:85 აჯობეს…

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მონაწილეობა დაბევებული აქვს – თანამასპინძელია, მაგრამ ილიას ზუროსი ახალ გუნდს აშენებს. აკი თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, პიკში 2022 წელს ვიქნებითო.

ზუროსი გეგმას მიყვება. ჯგუფში „პირტიტველა“ ბიჭებით ბელგრადში სერბეთი ხომ დაამარცხა, ახლა ფინეთსაც სტუმრად მოუგო და დაგვანახა, რომ ამ გუნდს ბრძოლა შეუძლია.

ზუროსმა ეს მატჩი მოიგო… მწვრთნელი საჭიროა…

ფინეთში ჩვენ გუნდ კიდევ ერთი მატჩი დარჩა, შვეიცარიასთან, სადაც ზუროსს მეტი ექსპერიმენტის საშუალება ექნება. დანარჩენი 30 ნოემბერს ვნახოთ…

წილი
წინა სტატიალამაზი ჟესტი
შემდეგი სტატიარუსული კვალი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...