„ბარსელონამ” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ფეხბურთელები ხელფასების კორექტირებას დაყაბულდნენ. მიზეზი: covid 19-ის პანდემია.

კორექტირება „ბარსელონას” ფიქსირებული ხელფასებიდან 122, ხოლო არაფიქსირებულიდან 50 მილიონ ევროს დაუზოგავს. ფეხბურთელები ხელშეკრულებას ამ დღეებში გაუკეთებენ რატიფიკაციას.

კლუბი წერს, რომ ეს შეთანხმება „ბარსას” ეკონომიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხარეები აცნობიერებენ შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მოსალოცი ამბავია” — წერია განცხადებაში.