The football legend was buried at t the Jardin de Paz cemetery, where his parents Dalman and Diego are also buried დიეგო არმანდო მარადონა ბოლო გზაზე მცირე რაოდენობის ადამიანმა გააცილა. ის ბუენოს აირესის მახლობლად, Bella Vista-ს სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. პროცესი დახურულ ფორმატში იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ დიეგოს შინაურებმა და ახლობლებმა მიიღეს.

თუმცა, ხალხს, ვისთვისაც მარადონა მართლაც ღმერთი იყო, სასაფალაომდე არ მიუტოვებია. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და უამრავი გულშემატკივარი შეკრიბა, ათასობით ადამიანმა მისი კუბო სასაფლაომდე მიაცილა.

მაგრამ ეს ყველამ ვერ მოახერხა. მარადონას გამოსათხოვარ ცერემონიას  მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, მათმა დიდმა ნაწილმა კი, ცერემონიაზე მოხვედრა ვერ შეძლო. სამოქალაქო პანაშვიდი გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მასობრივ  შეტაკებაში გადაიზარდა.

სპეცრაზმის თანამშრომლები  გულშემატკივრებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ და მათ უკან გაწევას ცდილობდნენ, თუმცა ხალხის ტალღას ვერაფერი მოუხერხეს და ქომაგების დასაშლელად  ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ სამდღიანი საერთო-სახალხო გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

A grieving football fan puts his hand on the window of the hearse carrying Maradona's coffin

Hundreds of supporters crowd the road in an outpour of grief for the former forward

People stand on the bridge and the highway as a large number of security vehicles escort the football player's hearse on the 25 de Mayo Highway

A man with a Maradona tattoo on his back arrives at the presidential palace to get a glimpse of the casket carrying the former forward

Fans wave as the funeral procession with the casket of soccer legend Maradona leaves the presidential palace Casa Rosada

Fans of Maradona gather in front of the funeral chapel installed in the Casa Rosada

The hearse carrying the casket of Diego Maradona leaves the government house

One man breaks down in tears during the clashes with police

 

წილი
წინა სტატიაადვოკატი მედიკოსებს უჩივლებს
შემდეგი სტატიაგადარჩა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...