დინამომ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით.

„დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად მასპინძელთა შემტევმა ძელს გაჰკრა თავი, კარში შევარდა და წამით გონება დაკარგა. კიდევ კარგი ძელს არ შეასკდა, თორემ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის…

ბათუმმა ლოკომოტივის ბარიერი ვერ დაძლია

ცხადია, მსაჯმა ჯანელიძე გააძევა და პენალტიც დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა ქავთარაძემ.

ამ გამარჯვების შემდეგ „დინამო“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას. მათ ბედზე უშუალო კონკურენტმა, ბათუმის „დინამომ“ შინ „ლოკომოტივთან“ წააგო (1:2) და ლიდერს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა. „რკინიგზელებმა“ კი მესამე ადგილზე აინაცვლეს და ევროთასებზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

მოგეხსენებათ, პანდემიის გამო წლეულს მოკლე, ორწრიანი ჩემპიონატი ტარდება. ასე რომ, ორი გამოტოვებული მატჩი (5 დეკემბერს: „ტორპედო“ – „ბათუმი,“ „დინამო“ – „სამტრედია“) და ამდენივე ტური დარჩა სათამაშო.

 დინამო – ტორპედო 2:1

1:0 ქავთარაძე (64 პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (85 პენ)

გაძევება: ჯანელიძე (84 ტორპედო)

ბათუმი – ლოკომოტივი 1:2

1:0 ნიქაბაძე (65), 1:1უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (83)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო18124233:940
ბათუმი18106229:1436
დილა1886429:1730
ლოკომოტივი1885530:2329
საბურთალო1876528:2127
თელავი18412221:1424
სამტრედია1854914:2319
ტორპედო1845917:3017
ჩიხურა18341118:4013
მერანი1806126:346

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 8, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 7, ნოდარ ქავთარაძე (დინამო), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 6