სიკვდილმა პირდაპირ ფეხბურთის გულზე მიიტანა შეტევა  -გულის შეტევით მარადონა გარდაიცვალა…

60 წლის წავიდა დიეგო მარადონა და პირველი რაც ამ დროს გახსენდება,, ღმერთის ხელია” და ის 60 მეტრიანი ტრიუმფალური დრიბლინგი ინგლისთან, ფენომენალური გოლი რომ შვა…

მექსიკა 1986… ის წელი ჩინური ჰოროსკოპითაც კი მარადონას წელი იყო და სწორედ იმ წელს დადგა თავდაყირა საფეხბურთო სამყარო, რომელმაც ახალი ღერძის ირგვლივ ტრიალი დაიწყო…

The god & his city: Life of Diego Maradona at Napoli and in Naples - The Economic Timesმასთან შეხებისას ბედნიერებისგან ტიროდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ, ექსტაზში შედიოდნენ, სალოცავებს აგებდნენ… ის დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ორჯერ დაამყარა სატრანსფერო რეკორდი; ის ერთადერთია, ვინც პირადად აიყვანა მწვერვალზე არგენტინული ფეხბურთი; ასევე პირადად შეუქმნა ეპოქა, მანამდე ბევრად არაფრით გამორჩეულ იტალიურ „ნაპოლის“, სადაც  იქაურ სარბიელს მარადონას სახელი უწოდეს…

და არც ის გამიკვირდება ქალაქსაც შეუცვალონ სახელი, რადგან მანამდეც და მას მერეც არავის მოუგვრია მსგაცსი ბედნიერება ნეაპოლელთათვის…

ის ერთადერთია, ვინც ბოლომდე ერთადერთად დარჩება და დღეს უკვე ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი…

მარადონა წავიდა