დღეს დიეგო მარადონას გული გაუჩერდა. პირველმა, ეს ამბავი არგენტინულმა გაზეთმა „კლარინმა” გაავრცელა. უდიადესს დილით, ქალაქ ტიგრესის ახლოს, სან ანდრესის დასახლებაში, საკუთარ სახლში, კარდიორესპირატორული შეტევა მოუვიდა. სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადამ ამაოდ სცადა ლეგენდის გადარჩენა.
დასრულდა გენიოსის სიცოცხლე. წარსულად იქცა რაღაც განსაკუთრებული და ვეებერთელა. დღეიდან მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო.