საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 ნოემბერს ფინეთს ეთამაშება, ხოლო 30-ში – შვეიცარიას.

გუნდი უკვე ფინეთშია. ჰელსინკიში საქართველოდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელი ჩავიდა: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე, ხოლო ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე ადგილზე დახვდნენ.

ჯერჯერობით, გუნდთან ერთად არ არის თორნიკე შენგელია – ის ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს შეუერთდება.

გუშინ საღამოს და დღეს დილით გუნდმა ორჯერ ივარჯიშა. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა.