ესპანელი კალათბურთელი მარკ გასოლი NBA-ს დრაფტზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 2007 წელს აიყვანა. თუმცა, „მემფის გრიზლიში“ ისე აღმოჩნდა, რომ კალიფორნიულ გუნდში ერთი მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრო. გასოლი „მემფისში“ 2019 წლამდე იყო, შემდეგ „ტორონტო რეპტორსში“ გადავიდა და ჩემპიონიც გახდა.

Lakers to sign Marc Gasol; trade JaVale McGee to Cavaliers, per report -  CBSSports.com35 წლის კალათბურთელი „ლეიკერსს“ მაინც დაუბრუნდა – ლოს ანჯელესურმა კლუბმა გასოლს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და მომავალ სეზონში 2,56 მილიონ დოლარს გადაუხდის.

„ლეიკერსი“ არ იყო ერთადერთი გუნდი, ვისაც გასოლის გადაბირება სურდა – ესპანელს „დალას მავერიქსიც“ იწვევდა. პლუს, „ტორონტოს“ სურდა გუნდისთვის საჭირო კალათბურთელი შეენარჩუნებინა. კალიფორნიულ კლუბს უპირატესობა თავად კალათბურთელმა მიანიჭა. ეს გასაკვირიც არ არის – „ლეიკერსი“ წლევანდელი ჩემპიონია, ხოლო ლებრონ ჯეიმსთან და ენტონი დევისთან თამაში ერთი სიამოვნებაა.

ესპანელი დენის შრიოდერის, მონტრეზლ ჰარელისა და უესლი მეთიუზის შემდეგ ის „ლეიკერსის“ მეოთხე ვარსკვლავური ახალწვეულია.

წინა სეზონში გასოლი „რეპტორსში“ საშუალოდ 7,5 ქულას, 6,3 მოხსნასა და 3,3 პასს აგროვებდა. მართალია, ეს მაჩვენებელი ტოპ-კალათბურთელის სტატისტიკას არ ჰგავს, მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.