მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს, ციურიხში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მეოთხე კალათაში იქნება განთესისლი, სულ კი ექვსი იქნება. გაკეთდება ათი ჯგუფი და გამარჯვებულები პირდაპი მოიპოვებე ყატარის საგზურს. მეორეადგილოსნებს კი ერთა ლიგის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება. და ეს 12 ნაკრები ფლეი-ოფით გაარკვევს 3 საუკეთესოს, რომლებიც ასევე წავლენ ყატარში…
ერთა ლიგა ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ ჩვენებისთვის უკვე სულ ერთია, ყატარისთვის ჩვენი ყოფილი ჯგუფიდან სომხეთი ითამაშებს.
პირველი კალათა ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ნიდერლანდები️
მეორე კალათა შვეიცარია, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უკრაინა, ავსტრია, სლოვაკეთი, სერბეთი, თურქეთი, რუმინეთი
მესამე კალათა რუსეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, ნორვეგია, უნგრეთი, ისლანდია, შოტლანდია, ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი
მეოთხე კალათა ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ბულგარეთი, ალბანეთი, საქართველო, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი
მეხუთე კალათა კვიპროსი, სომხეთი, ფარერები, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, ლატვია, ანდორა️
მეექვსე კალათა მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო
გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველო ჯგუფში ვერ მოხვდება ისლანდიასთან… კიდევ სხვა შეზღუდვებია – პოლიტიკურიც, გეოგრაფიულიც. საქართველოს მხოლოდ ისლანდიასთან ეხება.
შესარჩევის მატჩები გაისად 24-25 მარტს დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.
შეგახსენებთ ნიდერლანდები, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ბოსნია, კოსოვო და სან მარინო – ის გუნდები არიან, რომლებთანაც ჩვენებს აქამდე არც ამხანაგური უთამაშიათ, არც – ოფიციალური. ბოსნიას ვერც ამჯერად შეხვდებიან, რადგან ისიც მეოთხე კალათაშია არიან. დანარჩენებთან შეიძლება…