სერხიო რამოსმა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში ორთავა კუნთი იტკინა და ახლა „რეალის” სამი თამაშის გამოტოვება მოუწევს. კაპიტანი არ იქნება, „ვილიარეალთან”, „ინტერთან” (ჩემპიონთა ლიგაში) და „ალავესთან”.

„ლოს ბლანკოსი” შეეცდება ლიდერი 1 დეკემბრისთვის გამოაჯანმრთელოს. ამ დღეს მადრიდის გუნდს უკრაინაში, დავით ხოჭოლავას „შახტართან” აქვს თამაში.

რამოსი ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის მე-40 წუთზე დაშავდა. იმ შეხვედრაში ესპანეთმა გერმანიას 6:0 მოუგო.

სტატისტიკის თანახმად, რამოსის გარეშე, „რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო.