ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი გავიდა და უმედლოდ დარჩა.
მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი იყო, რომელმაც რუს მიხაელ პულიაევს დამატებით დროში სძლია, შემდეგ რუმინელ ლუკიან ბორს დუმიტრესკუს მოუგო, მეოთხედფინალში, ასევე დამატებით დროში, ფრანგი კილიან ლე ბლოში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიცკერთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
ვაჟა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდა, სადაც კონტრილეთზე წამოეგო და ვაზარით დამარცხდა.
60 კგ-მდე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე წრეში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან წააგო.
წარუმატებლად იასპარეზეს ჩვენმა გოგონებმაც: ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) – მეორედან.