ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა.

აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა და რომლის შინაარსსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს… რას ველოდით და რა მივიღეთ???

დიახ, აღმაშფოთებელია, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მხოლოდ პოლიტიკაზე ფიქრობს და არა ფეხბურთზე. მაშინ, როცა, ფეხბურთის უამრავ ქომაგს გული ხელით უჭირავს, ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მათ სათოფეზე არ იკარებს (თუ იკარებს, ფიზიკურად უსწორდება) და იმ ორი სამარცხვინო მარცხის მიზეზების ახსნისა და ქომაგის დამშვიდების ნაცვლად, რაიმე სახის საიმედო სიტყვის ნაცვლად, თავს უფლებას აძლევს და იმგვარ განცხადებას აკეთებს, ქომაგის სამართლიან აღშფოთებას რომ იწვევს.

ან პოლიტიკა, ან ფეხბურთი, რომელიც ლამის თავზე დაგემხოთ! ორი კურდღლის მადევრის როლს კარგი არავისთვის მოუტანია და ვეჭვობ, გამონაკლისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყოს.

რა დროს პოლიტიკაა… რა დროს პირადი ამბიციაა… ლევან კობიაშვილი კი არ იზარებს და ქომაგის ნაცვლად გლდანის მაჟორიტარულ ოლქში თავის კონკურენტს მიმართავს… ძალიან გამაღიზიანებელია.

ქომაგს რას ეუბნებით, ქომაგს?! ვაგლახ, რომ უკვე ის სიმპათიაც დაკარგეთ, რითაც აქამდე მოხვედით… ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი… ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი გლდანის მაჟორიტარობაზე ლაპარაკობს…

აკი ვთქვით – სხვა სამყაროშია…

წილი
წინა სტატიარა ხელფასებია ბაიერნში?
შემდეგი სტატიარუნი მთავარია
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.