ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული.
ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ ვყოფილვართ და მორიგჯერ როდის აღმოვჩნდებით, არავინ იცის.
ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო: გენაცვალეთ, ითამაშეთ ისე, თითქოს საქართველოსთვის ომობთ და თან ისე, რომ ამ თამაშით სიამოვნება მიიღოთ. თითოეულ თქვენგანს მკერდზე საქართველოს დროშა აქვს ამოქარგული და ზურგზე საკუთარი გვარი აწერია.
ხვალ მთავარი ის იქნება, რაც გულთან უფრო ახლოსაა და ტრიუმფი გვარ-სახელებად მერე გავიყოთ. გაფიცებთ, გვაჩუქეთ ეს მოგება ქომაგებსაც და იმ თქვენ წინამორბედებსაც, ვისაც ასეთი შანსი არ მისცემია.
მეტოქე არც ვახსენე. რა აზრი აქვს? ჰოლანდია ან გერმანია რომც ყოფილიყო, საქართველომ უნდა მოიგოს! საქართველო მოიგებს!