15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს  ლეგენდარული როჯერ ფედერერი.

Švarcman bez izgubljenog seta do četvrtfinala | Sport Klub SRაღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს.

ფედერერის ნაცვლად შემაჯამებელ ტურნირზე ATP-ს რეტინგში მეცხრე ადგილზე მყოფი არგენტონელი დიეგო შვარცმენი მიიღებს.

საბოლოოდ, სეზონს ესენი შეაჯამებენ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), დომინიკ ტიმი (ავსტრია), ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი (ორივე რუსეთი)

მოქმედი ჩემპიონი ბერძენი სტეფანოს ციციპასია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.