Kooxda Paris Saint-Germain oo weli xiiseynaysa Cristiano Ronaldo… (Miyey  Juve ogolaan doontaa inay iibiso CR7?) – Gool FM„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეანდრდომ იმის შესაძლებლობა დაუშვა, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ შეიძინოს.

„დღევანდელ ფეხბურთში ყველაფრის დაშვება შეიძლება. ხვალ შეიძლება რონალდუს თავად მოუვიდეს აზრად, რომ სადმე სხვა გუნდში უნდა ითამაშოს. ვის შეუძლია შეიძინოს? პრეტენდენტები არც ისე ბევრია და პსჟ მათ შორის არის. ყველაფერი შესაძლებლობებისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ხდება,“ – განაცხადა ლეონარდომ.

აქამდე გაცხადდა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ რონალდუს გაყიდვა უნდა, რადგან 35 წლის ფეხბურთელის ხელფასი კლუბის ბიუჯეტს მკვეთრად ურტყამს. რონალდუს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. 35 წლის ვარსკვლავის სადღეისო ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა.