ცოტა არ იყოს სენსაციური ცნობა იტალიიდან: „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულში, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. იტალიური გრანდის ხელმძღვანელები პორტუგალიელის გასხვისებაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც კორონაპანდემიის გამო დიდი ზარალი ნახეს, ამავდროულად კი კრიშტიანუს ჯამაგირი წელიწადში 31 მილიონი ევრო გახლავთ. თანაც, ამბობენ, რონალდუს გაყიდვით კლუბი დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავსო.
სხვათა შორის, კრიშტიანუს დამატება წინა სეზონის ბოლოს პსჟ-ს სურდა, თუმც რონალდუ ჯერ ისევ იუვეშია. ის ტურინელთა ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს და იმთავიტვე სერიას A -ს ბომბარდირთა შორის დამკვიდრდა.
საინტერესოა, რომ რონალდუს ამას წინათ თავად დაუდგინდა კორონავირუსი და 19 დღე იზოლაციაში გაატარა. გამოჯანმრთელების შემდეგ 35 წლის ფორვარდმა 3 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი შეაგდო.