სოფიაში მიმდინარე ATP-ს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი საწყის ეტაპზე შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუსლერს დაუპირისპირდა და 150-ე ჩოგანთან 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი უშანსოდ წააგო – 1:6. მეორეში თანაბარი ბრძოლა იყო, 4:4 ისე გახდა, რომ ჩოგბურთელებს არ შექმნიათ. აქ ბასილაშვილმა ჯერ თავისი, შემდეგ კი მეტოქის მოწოდება აიღო და სეტი 6:4 მოიგო.
მესამე სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. აღსანინავია, რომ ნიკას მეტოქის მოწოდებაზე, როდესაც ანგარიში 5:6 იყო, ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ტაი ბრეიკზე მატჩ- პოინტი უკვე შვეიცარიელმა მიიღო, მაგრამ ბასილაშვილის მოწოდებაზე. ნიკამ ერთხელ გამოასწორა საქმე, მაგრამ იქვე შვეიცარიელმა მეორე შანსი მიიღო და საქმეც ბოლომდე მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებას ვერაფერი დაუპირისპირა – ჰუსლერს 22 ეისი ჰქონდა ნიკას ხუთის წინააღმდეგ. ჩვენებურს ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, როდესაც მეტოქე სულ სამჯერ შეცდა. ბასილაშვილს არც საკუთარი მოწოდება გამოდიოდა და პირველ ცდაზე მხოლოდ 69 % აიღო, ჰუსლერის 80-ის საპირწონედ.
ეს ნიკას ზედიზედ მე-11 მარცხი იყო და მხოლოდ ჰუსლერთან მოახერხა სეტის მოგება. ვერაფერი შეღავათია…