„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს.
არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი „ბარსელონა“ კი პრიმერა დივიზიონში 11 ქულით მე-8 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია.
შეგახსენებთ, ანსუ ფატი „ბარსას“ პირველ გუნდში შარშან გამოჩნდა. ის „ბლაუგრანას“ აღზრდილია.