სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ესპანელი ტაქტიკოსის თქმით, სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც უმუშავია.

„სტერლინგს მალე დავასვენებთ, თუმცა ჯერ არა. რაჰიმი „ლივერპულთან“ ძალიან გვჭირდება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. გაოცებული ვარ მისი ნიჭით და საქმისადმი მიდგომით. როცა „სიტი“ ჩავიბარე, ის სხვა ფეხბურთს თამაშობდა, დღეს კი გაცილებით მაღალ დონეზეა. სასიამოვნოა როცა მის თამაშს უცქერ და მიხარია, რომ მას გამარჯვების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დავეხმარე. წლების მერე ის უფრო მაგარი ფეხბურთელი იქნება,“- თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რაჰიმ სტერლინგი „სიტიში“ 2015 წელს „ლივერპულიდან“ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში კი რაჰიმმა „სიტის“ მაისურა 11 მატჩში მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

Premier League: Pep Guardiola urges Raheem Sterling to extend deal with  Manchester City as winger eyes pay rise - Sports News , Firstpost