Michael Owen: I cried in Liverpool players' lounge over 'torture' of fans turning on me | London Evening Standardაგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო.

ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ როგორ მოუგებს ნორვეგიას.

ჩვენი ფეხბურთის ბედი ისეთია, რომ კაცმა სულ მომავალზე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან დღევანდელობის გამო უიმედობას შეუპყრია.

აი, ოუენზე კამათისასაც ასეთი რამ მოხდა. ამ ბიჭის ასაკი ძალიან დიდი საცდური რამაა იმისთვის, რომ მისი მომავალი განჭვრიტო. მაგრამ საკვირველია, როცა გაიგონებ, ვერ გაქაჩავსო, გაფუჭდებაო და ასე შემდეგ.

მაგრამ აქ მეორე ამბავია: ოუენის ცალი ფეხი იმდენ მილიონადაა დაზღვეული, რამდენის ტრანშს (თუ რაღაც ეგეთს) მთელი ჩვენი ქვეყანა მოუთმენლად მოელის დეფიციტის ამოსავსებად.

ასე რომ, ეგრე იოლად ოუენს არავინ მისცემს გაფუჭების უფლებას.

თუმცა, ეს არასათამაშო ამბავია. სათამაშო მხრივ კი ოუენის გამო, ამბობენ, რომ „ერთი გაიქცა“ და ეგ არისო, მარადონა მაგის ხნისო, ასე და ისეო. შედარება ნაადრევი და უადგილოა. მაიკლ ოუენს კი დიდი შანსი აქვს, რომ თხუთმეტ წელიწადს იყოს მეფედ. თუმცა, მემკვიდრეობა ჯერ არ მიუღია.

არცერთ თინეიჯერ ფეხბურთელს არა აქვს ამხელა შანსი.

How Michael Owen made our spirits soar but could have done more | Football | Sport | Express.co.uk„ლივერპულში“, სადაც მაიკი ირჯება, სრულიად არ არის იმის პრობლემა, რომ თამაში ამ ბიჭის გარშემო აეწყოს. „ლივერპულში“ მაიკლი ერთ-ერთი წევრია და არა ლიდერობამინდობილი ფეხბურთელი. ამბობენ, რომ ის ყმაწვილია და ბევრი რამ აქვს სასწავლი. ცხოვრება სწავლაა. ოუენს მართლაც ბევრი აქვს სასწავლი. მგონია, რომ ის, რაც მას აკლია ასაკისეული სიბრძნე და მოედნის პყრობის, ლიდერობის უნარია. ეს უკანასკნელი ეგებ ჰქონდეს კიდეც, რახან ბავშვობიდან ლიდერი იყო ხოლმე, და ინგლისურ სასკოლო ფეხბურთში საუკეთესო მეგოლის სახელი დატოვა. მაგრამ „ლივერპულში“ ჯერჯერობით არავის უფიქრია, რომ ამ ბიჭს მეტი ტვირთი აჰკიდოს. ალბათ, მწვრთნელებმა უკეთ იციან, მაგრამ მეორეს მხრივ, დღევანდელი „ლივერპული“ ის გუნდი არ არის, თავაწეული რომ იდგეს მოედანზე, დღეს, ის არ არის ის გუნდი, სადაც ოუენი სრულად გაშლის ფრთას. მას ბევრი არც არავინ ეხმარება ამ საქმეში. პირიქით, თავად ეხმარება სხვებს.

ხოლო ის, რაც აქვს ოუენს, სადღეისოდ უმაღლესი დონისა და ულტრათანამედროვეა. მისი დარტყმები ძლიერი და ზუსტი, პოზიციის შერჩევის უნარი სანიმუშო. სისწრაფე და ვირაჟი შიშისმომგვრელი, ჯერჯერობით ოუენი ფლობს სამი-ოთხი ტაპის დარტყმას, რომელთაგან ორი ძალიან კარგად აქვს დამუშავებული. თუკი ოუენი შეძლებს და წაბაძავს მარკო ვან ბასტენს, ანდა თუნდაც 60 პროცენტს მაინც აითვისებს ამ დიდი ჰოლანდიელის დარტყმების არსენალიდან, მაშინ მისი წინსვლა თვალშისაცემი იქნება. ოუენი საკმაოდ კარგად ფლობს ინგლისელი თავდამსხმელისთვის საკმარის და საჭირო პასის ოსტატობას, თუმცა, მეფობაზე როცა ვლაპარაკობთ, ამ მხრივ მასშტაბი ბევრად დიდი უნდა იყოს.

Scott Wilson: 'Why Michael Owen was such a failure at Newcastle' | The Northern Echoის კიდევ ბევრს ისწავლის. ტანმორჩილია, მაგრამ აბა ნახეთ, როგორია კარის წინ?

სადღეისოდ, ოუენი უკვე სჯობს ძალიან ბევრ სახელოვან ვარსკვლავს. ოცი წლისაც არ შესრულებულა და უკვე თავისი, პირადი ფეხბურთი აქვს.

რატომ უნდა გაფუჭდეს? იმიტომ რომ ლუდი შეუყვარდება? რიკარდო ზამორა შესვენებაზე ეწეოდა ორ ღერ სიგარეტს.

თუნდაც, სამშაბათის ამბავი გავიხსენოთ, მბობღავი „ლივერპული“ რომ ვალენსიაში კვდებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ლივერპული“ არ გავარდა, ოუენი იყო. პირდაღებული ფაულერი, აბურდული მაკმანამანი, გულხელდაკრეფილი ინსი და ეს ბიჭი, რომელმაც არ მოისვენა, რომელიც ეწვალა და თამაში გარდატეხა. თავად ვერ გაიტანა, მაგრამ სხვას გაატანინა. ეგეც ძალიან ფასეული თვისებაა, თან ისეთ გუნდში, რომელსაც ბევრს ვერაფერს გაუგებ და რომელიც აშკარად ვერ წაეპოტინება დიდ მიზანს.

ასე რომ, მაიკლ ოუენი არ გაფუჭდება.

ის კი არ არის, რომ გაზა და კიდევ უფრო – აქეთ, ჩვენსკენ.

7.11.1998

 

წილი
წინა სტატიარეალს ბევრი დრო აღარ აქვს
შემდეგი სტატიალეონარდომ ფლიკი დაიწუნა
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.