კორონამოხდილი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
35 წლის პორტუგალიელმა ალვარო მორატას მისამართით შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს კრიშტიანუ რონალდუს ზედიზედ მე-18 სეზონია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში.
მასზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ იკერ კასილასს აქვს ნათამაშევი – 20 სეზონი.
თუ კრიშტიანუს სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, მას დიდი შანსი აქვს, კასილასს არათუ გაუსწორდეს, გადაასწროს კიდეც.
CRISTIANO RONALDO - najnovije objave | 24sata