Ceferin says UEFA have a Plan A, B and C to finish seasons - AS.comუეფამ უფრო მაღლა მდგომ ორგანოს, ფიფას საფეხბურთო წესებში ცვლილების შესატანად, წინადადებით მიმართა. ევროპელთა აზრით, მსაჯს თავად უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება საჯარიმოში ხელის თამაშის დროს. დღევანდელი წესებით საჯარიმოში ყველა „ხელზე მოხვედრა“ – პენალტია. ჰოდა, UEFA-ს ამ წესის გადახედვა სურს.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბურთი ფეხბურთელს შემთხვევით ხვდება ხელზე. რადგან ასეთ შემთხვევებს ვერ გავექცევით, ისინი პენალტით არ უნდა დაისაჯნონ, უნდა გავექცეთ მატჩის მიმდინარეობის არასწორად გადაწყვეტას. ხშირად ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამან მატჩის შედეგზე იქონიოს გავლენა.

არავისთვის არ იქნება უცხო, თუ ვიტყვით, რომ ხშირად გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ ეს ღვთის ნება იყო, და არა – მიზანი. ვფიქრობს, ასეთი შემთხვევები გადასახედია“, – ნათქვამია UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის განცხადებაში.