ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს.

ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებია, სადაც საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის.

FC Dynamo Moscow's Roman Yevgenyev and FC Rubin Kazan's Beka... News Photo - Getty ImagesC დივიზიონის მატჩების გამართვა ბათუმის ახალ სტადიონზე იყო დაგეგმილი. თითქოს საამისოდ გაიხსნა კიდეც, მაგრამ ბოლო წამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ყველა თამაში „დინამო არენაზე“ შედგება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი – ვოლგოგრადის „როტორის“ 22 წლის შემტევი ბექა მიქელთაძე.

ცოტა არ იყოს გასაკვირია უთამაშებელი მიქელთაძის გამოძახება და ბუდუ ზივზივაძის დატოვება, რომელიც კარგ ფორმაშია.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს. ვაისის გაფართოებულ სიაში ესენი არიან:

მეკარეები გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);

მცველები გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო ბთ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი);

ნახევარმცველები ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი);

თავდამსხმელები გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, რუსეთი);

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვაისი ამათაც განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა მალი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).