ხეორხინა როდრიგესმა თავისი სატრფოს კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ქიშპობა დაივიწყა და არგენტინელის ვაჟს დაბადების დღე მიულოცა. ეს გახლდათ 26 წლის მოდელის კომენტარი მესის მეუღლის ანტონელა როკუცოს პოსტზე.
ანტონელა როკუცომ შვილის ფოტო დაპოსტა და მიაწერა:
„დაბადების დღეს გილოცავ, ტიაგო.
სიტყვები არ მყოფნის იმის აღსასეწად, თუ რას ნიშნავ ჩვენთვის.
ყოველთვის მომღიმარი საოცარ სამყაროს გვჩუქნი.
ძალიან გვიყვარხარ და მიუხედავად იმისა, რომ მეჩხუბები, მაინც გაკოცებ, ხოლმე”.
მესისა და რონალდუს დაპირისპირება როგორც საკლუბო ასევე პირად დონეზე 2009 წელს დაიწყო, როდესაც პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა და ლა ლიგაში მესის მეტოქე გახდა. მათი ქიშპობა იმანაც გაამძაფრა, რომ მესი კატალონიის გუნდში თამაშობდა, რონალდუ კი კასტილიისაში, ანუ მათ პაექრობაზე პოლიტიკა მოქმედებდა.
პაექრობა მეტ-ნაკლებად დღესაც გრძელდება, მაგრამ მისი აქტიური ფაზა 2018 წელს დასრულდა, როდესაც მესი „იუვენტუსში” გადავიდა.
რაც შეეხება ანტონელა როკუცოს პოსტს, მასზე პირველი კომენტარი ლუის სუარესის ცოლმა სოფია ბალბიმ გააკეთა. კომენტარებში იყო მესის ბავშვობისდროინდელი მეგობრის სესკ ფაბრეგასის მეუღლის დანიელა სიმანის ტექსტიც.
და მაინც, ხეორხინა როდრიგესის მილოცვამ საზოგადოებაში ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო და ბევრმა გულშემატკივარმა მის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურა.
ტიაგო მესის უფროსი ვაჟია. ის „ბარსელონას” ბავშვთა სკოლაში დადის ფეხბურთზე.