საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს გაითამაშებენ. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.
საქმე ის არის, რომ კვიპროსულ „ანორთოსისში“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის და საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობს, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ ვინ არის ინფიცირებული – ფეხბურთელი თუ სტაფის წევრი.