„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი, მომავალ კვირაში ATP-ს ისტორიაში დროის ხანგრძლივობის TOP 10 რეიტინგის რეკორდს დაამყარებს.

ამჯერად ესპანელი 789 კვირით პირველ ადგილს იყოფს ამერიკელ ჯიმი კონორსთან ერთად, მაგრამ 9 ნოემბრიდან სათავეში მარტო იქნება. მესამე ადგილზეა ასევე მოქმედი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი 2016 წელს TOP 10-დან გავარდა და მისი სერია 734 კვირაზე გაჩერდა.

თუმცა, ფედერერი მეათასე კვირას ატარებს TOP 20-ში. „მხიარულ როჯერთან“ ერთად სამეულში არიან იგივე კონორსი და ანდრე აგასი.

Jimmy Connors | Biography, Titles, & Facts | Britannica

ჯიმი კონორსი