პარიზის ჰარდის კორტებზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდა და 2 სეტში – 4:6, 2:6 დამარცხა.

ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში 4:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე აღარაფერი გამოდიოდა და გეიმიც კი არ მოუგია.

მეორე სეტში ნიკამ პირველივე მოწოდება დათმო. მართალია, იქვე დაიბრუნა, მაგრამ გერმანელმა მაინც იოლად მოიგო – 6:2.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ATP-ის ეგიდით ზედიზედ მე-9 მატჩი სეტისმოუგებლად წააგო. სულ კი ბასილაშვილს უკვე 11-მატჩიანი წაგებათა სერია მოუგროვდა. ჩვენებურმა ბოლოს ლატვიელი რიკარდას ბერანკისი თებერვალში დაამარცხა.