ისეთი პირი უჩანს, დელე ალის „ტოტენჰემის” დატოვება მოუწევსო, წერს „სანი”. ამაზე განსაკუთრებით აქტიურად ბოლო დღეებში დაიწყეს ლაპარაკი, მას მერე რაც ჟოზე მოურინიუმ ფეხბურთელი „ანტვერპენთან” შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგვე შეცვალა. დაასკვნეს, რომ მოურინიუს აღარც ალის მოსწონს და აღარც მისი თამაში.

„უოტფორდის” კაპიტანი და მესვეტე ტროი დინი წერს: „როდესაც დელეს წინააღმდეგ მიწევდა თამაში, ის ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ახლა „ტოტენჰემს” რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს მათ შორის პიროვნული კონფლიქტიცაა და აგრეთვე დელეს თამაში მოურინიუს სტილში ვეღარ ჯდება.

„სფურზი” გადავიდა კლასიკური ათი ნომრის გარეშე თამაშზე. შუაში ჰარი კეინია, ფლანგებიდან კი მეტოქეებს გარეთ ბეილი და სონი არბევენ. ასეთ განლაგებაში კრისტიან ერიკსენის ადგილი აღარ იყო და დანიელმა კარგ დროს გაასწრო „ინტერში”.

ვერ გეტყვით რამდენად მონდომებულია ვარჯიშებზე დელე ალი, მაგრამ თქვენ ხედავთ, როგორი ინტენსივობით თამაშობენ „მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული”. ახლა მოურინიუსაც უნდა „ტოტენჰემი” იმავე დონეზე ათამაშოს.

მაგალითად, კევინ დე ბრუინი ხომ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ, როდესაც მოედანზე ხარ და მის წინააღმდეგ თამაშობ, ხვდები, თუ რამდენს მუშაობს ვარჯიშებზე. დელემაც იგივე უნდა გააკეთოს. თუ ამას შეძლებს, ისიც უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება”.