Dogged Dundalk have errors punished in Europa League defeat to Arsenalსაოცარი, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა წუხელ ლონდონში: „არსენალი“ ირლანდიური „დანდალკის“ ევროპა ლიგის მატჩში ინგლისელებმა ირლანდიურ კლუბს 3:0 სძლიეს და სტუმრები 90 წუთი ერთხელაც არ დაჯარიმებულან… დიახ, არც ერთი (0) ჯარიმა მთელი თამაშის განმავლობაში. ასეთი რამ, ალბათ, აღარც განმეორდება – „დანდალკი“ ისტორიში ჩაიწერება.

„არსენალს“ რაც შეეხება, 20-ჯერ დაარღვია წესები და ჯარიმების საერთო სტატისტიკაც ასეთი დაფიქსირდა: 20:0! გინახავთ ასეთი სტატისტიკა? გსმენიათ ასეთი სტატისტიკა? ჩვენ, არა…

შეგახსენებთ, „დანდალკი“ ევროპა ლიგის ფლეი ოფში თბილისის „დინამოს“ პოტენციურიმეტოქე გახლდათ, თუმცა იქამდე ჩვენებსაც წარმოუდგენელი ამბავი მოუვიდათ, ფარერულ „კლაკსვიკს“ 1:6 შემოემარცხდნენ და…