საყოველთაო აზრით, ახალ სეზონში, „ბარსელონამ” საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა. „ბარსამ” მოიგო 2:0. მეორე გოლი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა.

ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი სთხოვეს დიდ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მან ყურადღება არგენტინელი ვარსკვლავის მონდომებაზე გაამახვილა:

„ამ შეხვედრაში მე ვიხილე სუპერ-დინამიკური და აგრესიული „ბარსა”. ეს თვისებები დაემატა იმ თამაშის ხარისხს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ასე კარგად არის ნაცნობი. და რაც მთავარია, მე არასდროს მინახავს მესის ამდენი ერბინოს”.

კატალონიური პრესის აზრით, რონალდ კუმანს სურს გუნდმა მის ხელში ჩვეულზე მეტი იმუშაოს და ამ მხრივ არც მესი იქნება გამონაკლისი.

„ტურინელებს დიდი გასაჭირი გადახდათ. ვფიქრობ, მათ გაუმართლათ საბოლოო ანგარიში მხოლოდ 2:0 რომ იყო, თუმცა, ორივე გოლი ცოტა უსამართლო იყო. განსაკუთრებით პირველი, როდესაც ბურთი კარში რიკოშეტის გამო შევარდა”, — დასძინა კაპელომ.

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ ეს იყო „ბარსელონას” და ლეო მესის პირველი თამაში კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან ჟეზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის შემდეგ, რომელთანაც არგენტინელს კონფლიქტი ჰქონდა.