ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი.
ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა.
ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ დასრულებული.
ნოვაკი ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუტოლდა და თუ ერთ სეზონშიც იპირველებს, ყველა დროის უდიადესის ტიტულსაც მიიღებს.