ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაშაკშეჰირსა“ და პსჟ-ს შორის, პირველი ტაიმი მეტისმეტად უღიმღამო გამოდგა.

ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნეიმარის ტრავმა იყო. მან მოედანი კოჭლობით დატოვა და მარცხენა ფეხის გადახვევის შემდეგ რამდენიმე წუთით მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ – მალევე შეცვლა ითხოვა.

26-ე წუთზე მისი ადგილი პაბლო სარაბიამ დაიკავა. ნეიმარმა, რა თქმა უნდა, იტირა – ეს ხომ მისი ტრადიციაა.

2017 წელს პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმ მეცამეტე ტრავმა მიიღო და მოედანს ყოველთვის ცრემლებით ტოვებს. პსჟ-მა კი მეორე ტაიმში მოიზე კინის წყვილი გოლით იძალა და ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად გაიმარჯვა.

ნამატჩევს ტომას ტუხელმა იმედი გმოთქვა, რომ ნეიმარის რეაბილიტაციას რამდენიმე დღე ეყოფა.