ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ გუშინდელი მატჩის (0:2) შემდეგ, კლუბების პრეს სამსახურებმა ერთმანეთში რამდენიმე „შეტყობინება“ გაცვალეს.
თავდაპირველად, „ტვიტერზე“ „ბარსელონამ“ ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა – მოხარული ვართ, რომ თქვენს სტადიონზე თხა (ინგლისურად GOAT) იხილეთ.
კატალონიელთა GOAT-ს სხვა დატვირთვა ჰქონდა ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Greatest Of All Time (ყველა დროის უდიდესი).
„ბებერი ქალბატონების“ პასუხსაც არ დაუგვიანია:
„ალბათ სხვა ლექსიკონში კითხულობთ, ნამდვილ თხას ჩვენ ჩამოვიყვანთ „კამპ ნოუზე“.
ამით ტურინელებმა მინიშნება გააკეთეს, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც გუშინდელი მატჩი კორონავირუსზე დადებითი პასუხის გამო გამოტოვა, მეორე შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს.





