კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა.

მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს.

26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და  თბილისის „ლოკომოტივს“ შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.

28 ოქტომბერს „დინამო“ თბილისსა და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

„ტორპედოსა“ და „დინამო“ ბათუმის შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება.

ახლა ტურის შეხვედრებზე. „სამტრედია“ „ჩიხურას“ საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევის, დაშავებული დავით თარგამაძის გარეშე „ესტუმრა.“ თამაში თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარდა და სტუმართა გამარჯვებით დამთავრდა.

თელავი – საბურთალო: ჩხუბი და 1:1

მიმდინარე სეზონში „ჩიხურა“ მეტოქეებს ვაკეში მასპინძლობს. საჩხერეში კი სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დასავლეთ ტრიბუნისა და ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის შემდეგ, ბალახის საფარსაც აგებენ. სამუშაობს თურქული კომპანია ასრულებს. თუმცა, სტუმრებს ზემოიმერლები ალბათ გაზაფხულიდან მიიღებენ.

„მერანმა“ „დილას“ მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა (0:0) და დიდი ხნის შემდეგ პირველად დაშორდა ბოლო ადგილს.

მთავარი ამბები კი თელავში მოხდა, სადაც „თელავი“ „საბურთალოს“ მასპინძლობდა. ჯერ ის ვთქვათ, რომ ბოლო დროს ორივე გუნდმა გაიუარესა მაჩვენებლები. საბურთალოელებმა ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაირთულეს, თელაველები კი ფლეი აუტის ზონას დაუახლოვდნენ.

ამიტომ, ეს მატჩი ერთობ მნიშვნელოვანი იყო ორივე გუნდისთვის. თუმცა, შეხვედრამ სპორტული თვალსაზრისით დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. სამაგიეროდ, უკვე დამატებულ წუთებზე მონასტერი აირია. ფეხბურთელებმა ძიძგილაობა დაიწყეს. შედეგად მსაჯმა სამი მოთამაშე გააძევა.

ბაშალეიშვილი და რუხაძე მასპინძელთაგან და მეკარე კუპატაძე სტუმართაგან. უეცრად ტრიბუნებზე მაყურებლებიც გამოჩდნენ, რომლებსაც კარგი მამა-პაპური გინება არ დაუკლიათ იქაურობისთვის.

კიდევ კარგი, ყველაფერი გუნდურ ჩხუბში არ გადაიზარდა.

თამაში 9 წუთით შეწყდა.

ჩიხურა – სამტრედია 0:1 

0:1 თოთაძე (87 პენ)

მერანი – დილა 0:0

თელავი – საბურთალო 1:1

0:1 მარგველაშვილი (8), 1:1 რუხაძე (16)

გაძევება: ბაშალეიშვილი (90+3 თელავი), რუხაძე (90+6 თელავი), კუპატძე (90+6 საბურთალო)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 8, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 7, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) – 6, გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ბექა  ქავთარაძე (საბურთალო),     ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 5