ინგლისურმა „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „მიდტიულანდი“ 2:0 დაამარცხა.

ორიდან ერთი გოლი კლუბის ახალწვეულმა დიოგუ ჟოტამ გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს „ლივერპულის“ ისტორიაში ყველა ტურნირის ფარგლებში გატანილი მე-10000 გოლია.

23 წლის პორტუგალიელი, რომელიც ამ ზაფხულს „ვულვზიდან“ 45 მილიონ გირვანქად იყიდეს, ერთბაშად გახდა კლუბის ისტორიის ნაწილი. მხოლოდ იღბალზე და სტატისტიკაზეც არ არის საუბარი. იურგენ კლოპმა პირდაპირ თქვა, რომ დიოგუ ჟოტას ბრწყინვალე მომავალი ელის.

Liverpool manager Jurgen Klopp feels Diogo Jota can learn a lot from Sadio  Mane | BT Sport