პრეზიდენტობიდან გადადგომის წინ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ დაიბარა, კატალონიური კლუბის „ევროპის სუპერლიგაში“ მონაწილეობა გადაწყვეტილია და ფიფა ამის შესახებ ინფორმირებულიაო.

ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს | imedinewsშეგახსენებთ, „ევროპის სუპერლიგის“ შემქნის იდეა ბობოლა ევროპული კლუბების ინიციატივაა.

საპასუხო განცხადება გააკეთა ფიფაში:

„ჩვენ არ ვართ ინფორმირებული არანაირ შეთანხმებაზე. როგორც ადრე ვთქვით, „ევროპული სუპერლიგის“ შექმნა პერიოდულად წამოიწევა და ამის შესახებ მეტი განცხადების გაკეთების აზრს ვერ ვხედავთ, რადგან უკვე ფუნქციონირებს კარგად რეკომენდირებული საფეხბურთო ინსტიტუციების სტრუქტურები.

როგორც წინა კვირაში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, მთავარი ყურადღება გადატანილია ფეხბურთის გლობალურ განვითარებასა და ახალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო „ევროპის სუპერლიგაზე“ აქცენტი არ გაკეთებულა“.