იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ პირველი ქულები დაკარგა.
„როსონერი“ სამჯერ დაწინაურდა „რომასთან“ შეხვედრაში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა – 3:3. შეხვედრის გმირი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტით 3:2 დააწინაურა გუნდი.
ჯამში ზლატანმა მიმდინარე ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, რაც არათუ ვეტერანის, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ზღაპრული შედეგია.